saqarTvelos mdinareebi - arRuni
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი (ჩეჩნეთი) |
სიგრძე | 148 კმ |
აუზის ფართობი | 3400 კმ² |
მდინარე საქართველოსა და ჩეჩნეთში, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 148 კმ, აუზის ფართობი 3,4 ათასი კმ2. იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად. ზემო დინებაში არღუნი მთის სწრაფი მდინარეა, შუაწელში არღუნის ხეობა განიერდება, ქვემო დინებაში ვაკეზე გამოდის. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე მარადიული თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის, წყალმცირობა – ზამთარში. მთავარი შენაკადებია ანდაქი (საქართველოს ფარგლებში) და შაროარღუნი.